Thursday, October 2, 2014

მე - 8 დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ პროექტის დაგეგმვა. ვისწავლეთ Google-ის საშუალებით კითხვარის შექმნა რომელიც შეგვიძლია ბლოგზე სხვადასხვა გამოკითხვისთვის გამოვიყენოთ. ასევე ვისწავლეთ ამ კითხვარების დიზაინზე მუშაობა და შედეგების ანალიზი. ეს ინსტრუმენტი ვფიქრობ რომ პროექტებზე მუშაობისას ძალზედ გამომადგება. ვისწავლეთ ბლოგზე page-ის შექმნა და მართვა. ამ ტრენინგმა ნამდვილად მომცა ის ცოდნა რაც ყოველდღიურ მუშაობაში გამომადგება და პროექტებზე მუშაობას გამიადვილებს. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს და ამ მოდულის ყველა ავტორს. 

პ.ს ვისურვებდი რომ ასეთი პროდუქტიული და პედაგოგებისათვის პრაქტიკაში გამოყენებადი ცოდნის მიმცემი ტრენინგები კიდევ დაგეგმილიყოს.