Thursday, October 2, 2014

მე - 8 დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ პროექტის დაგეგმვა. ვისწავლეთ Google-ის საშუალებით კითხვარის შექმნა რომელიც შეგვიძლია ბლოგზე სხვადასხვა გამოკითხვისთვის გამოვიყენოთ. ასევე ვისწავლეთ ამ კითხვარების დიზაინზე მუშაობა და შედეგების ანალიზი. ეს ინსტრუმენტი ვფიქრობ რომ პროექტებზე მუშაობისას ძალზედ გამომადგება. ვისწავლეთ ბლოგზე page-ის შექმნა და მართვა. ამ ტრენინგმა ნამდვილად მომცა ის ცოდნა რაც ყოველდღიურ მუშაობაში გამომადგება და პროექტებზე მუშაობას გამიადვილებს. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს და ამ მოდულის ყველა ავტორს. 

პ.ს ვისურვებდი რომ ასეთი პროდუქტიული და პედაგოგებისათვის პრაქტიკაში გამოყენებადი ცოდნის მიმცემი ტრენინგები კიდევ დაგეგმილიყოს.

Sunday, September 28, 2014

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

რუსთაველის თეატრი

მე -7 დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი იყო საკმაოდ ნაყოფიერი და საჭირო.
 პირველ რიგში აღვნიშნავ ბლოგზე მუშაობას ვისწავლეთ   გაჯეტების გაკეთება, რაც ყოველთვის პრობლემას მიქმნიდა ბლოგზე მუშაობისას. ასევე ვისწავლეთ მოსწავლეებისთვის  სასწავლო შაბლონების  შექმნა  და  ჩვენს  მიერ  შექმნილ  მოსწავლის  პრეზენტაციას გავუკეთეთ  ამგვარი  შაბლონი.

მე - 6 დღის რეფლექსია

შევიმუშავეთ მოსწავლეების პრეზენტაციის   შეფასების  რუბრიკები, რაც ძალიან გამომადგება  პროექტზე მუშაობის დროს. ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შემუშავება, თემატური background-ის არჩევა და ბლოგზე ვიდეოს ატვირთვა Youtube- იდან.

მე-5 დღის რეფლექსია

ამ  ტრენინგზე   თავი  წარმოვიდგინეთ  მოსწავლის  ამპლუაში  და   შევქმენით  მოსწავლის  სავარაუდო  ნამუშევრები  .

მე-4 დღის რეფლექსია

დღევანდელ  ტრენინგზე  განვიხილეთ  პროექტის  სხვადასხვა  შეფასების  გეგმის  შედგენა. გავეცათ  შეფასების  სტრატეგიებს და  შევარჩიეთ  ჩვენი  პროექტისათვის  ყველაზე  ოპტიმალური  შეფასების  მეთოდები. გავაკეთეთ  ,,პორთფელიოს  პრეზენტაცია"  და  ბლოგზე  ავტვირთეთ (მიუხედავად  იმისა  რომ  ჩემი  პრეზენტაცია  დაუსრულებელია).  ჩემთვის  ყველაზე   მნიშვნელოვანი  დღევანდელ  ტრენინგში  იყო  პრეზენტაციის  ბლოგზე  ატვირთვის  სწავლა,რადგან  ამის  გაკეთება  ყოველთვის  მიჭირდა  არადა  ძალიან  ადვილი  ყოფილა.