Sunday, September 28, 2014
მე -7 დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი იყო საკმაოდ ნაყოფიერი და საჭირო.
პირველ რიგში აღვნიშნავ ბლოგზე მუშაობას ვისწავლეთ გაჯეტების გაკეთება, რაც ყოველთვის პრობლემას მიქმნიდა ბლოგზე მუშაობისას. ასევე ვისწავლეთ მოსწავლეებისთვის სასწავლო შაბლონების შექმნა და ჩვენს მიერ შექმნილ მოსწავლის პრეზენტაციას გავუკეთეთ ამგვარი შაბლონი.
პირველ რიგში აღვნიშნავ ბლოგზე მუშაობას ვისწავლეთ გაჯეტების გაკეთება, რაც ყოველთვის პრობლემას მიქმნიდა ბლოგზე მუშაობისას. ასევე ვისწავლეთ მოსწავლეებისთვის სასწავლო შაბლონების შექმნა და ჩვენს მიერ შექმნილ მოსწავლის პრეზენტაციას გავუკეთეთ ამგვარი შაბლონი.
მე - 6 დღის რეფლექსია
შევიმუშავეთ მოსწავლეების პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები, რაც ძალიან გამომადგება პროექტზე მუშაობის დროს. ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შემუშავება, თემატური background-ის არჩევა და ბლოგზე ვიდეოს ატვირთვა Youtube- იდან.
მე-5 დღის რეფლექსია
ამ ტრენინგზე თავი წარმოვიდგინეთ მოსწავლის ამპლუაში და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები .
მე-4 დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ პროექტის სხვადასხვა შეფასების გეგმის შედგენა. გავეცათ შეფასების სტრატეგიებს და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის ყველაზე ოპტიმალური შეფასების მეთოდები. გავაკეთეთ ,,პორთფელიოს პრეზენტაცია" და ბლოგზე ავტვირთეთ (მიუხედავად იმისა რომ ჩემი პრეზენტაცია დაუსრულებელია). ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელ ტრენინგში იყო პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვის სწავლა,რადგან ამის გაკეთება ყოველთვის მიჭირდა არადა ძალიან ადვილი ყოფილა.
მე-3 დღის რეფლექსია
დღევანდელი ტენინგი ძალიან დატვირთული და სედეგიანი იყო: დავიწყეთ პროექტის დაგეგმვა, დავწერეთ პროექტის მიზნები , შევარჩიეთ ესგ-ს შედეგები და ინდიკატორები, ვისწავლეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა.
პირველი და მეორე დღის რეფლექსია
ინტელის ტრენინგმა ნამდვილად გაამართლა ჩემი იმედები. პირველივე მოდულზე ვისწავლეთ ის რაც ძალიან გამოგვადგება ნებისმიერი სახის პროექტის განხორციელებისას. მაგალითად ბუკლეტის შექმნა, რომელიც ძალიან ადვილია და მოსწავლეებსაც ადვილად ვასწავლით, ასევე იქვე გავეცანით მოსაწვევების, სერთიფიკატების და სხვა შაბლონებს ეს ყოველივე კი ხშირად გვჭირდება და დიდ დროს დაგვიზოგავს პედაგოგებს.
ტრენინგები ძალიან პროდუქტიული იყო და სახალისო.
ტრენინგები ძალიან პროდუქტიული იყო და სახალისო.
Friday, September 19, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)